logo_geo
შორტებში მორბენალი კანადის პრემიერი სტუდენტური საღამოს კადრში მოხვდა
- +

22 მაისი. 2017. 00:07




კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება თავისი ექსტრავაგანტული საქციელით. ვანკუვერში სტუდენტთა გამოსაშვებ საღამოზე, რომელიც ღია ცის ქვეშ აღინისშნებოდა, პრემიერმა სპორტულ ფორმაში, შორტებით ჩაირბინა.

ტრიუდოს პირადმა ფოტოგრაფმა ადამ სკოტიმ ეს ფაქტი ფოტოზე აღბეჭდა.

 

 

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სტუდენტებმა შეამჩნიეს შორიახლოს მორბენალი პრემიერი და მას თხოვეს, კადრში თითქოსდა შემთხვევით გამოჩენილიყო. ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა ტელეკომპანია CBC-ს მომხდარის დეტალები მოუყვა.

 

 

„ჩვენ სელფს ვიღებდით, როცა დავინახეთ, რომ ტრიუდო დარბოდა. თავიდან გაგვიკვირდა, რატომ დარბის პრემიერმინისტრი სანაპიროზე, შემდეგ კი დავუძახეთ და ვთხოვეთ, ჩვენთან ფოტო გადაეღო", - განაცხადა სტუდენტმა. ტრიუდომ სტუდენტებს უარი არ უთხრა და სიამოვნებით გადაიღო ფოტოები.


კანადის პრემიერის მოულოდნელი ფოტოები ხშირად ხვდება ყურადღების ცენტრში. 2016 წელს კურორტ ტოფინოზე მიმდინარე ქორწილის დროს, როდესაც ახლადდაქორწინებულები სანაპიროზე გავიდნენ, იქ ნახეს პრემიერი, რომელიც სერფინგით იყო დაკავებული. ტრიუდო მაშინაც მოხვდა კადრში.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი