logo_geo
უკრაინული მედია: ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სამ უცხოელ მებრძოლს სიკვდილით დასჯა ემუქრება
- +

5 ივნისი. 2022. 17:27

 

 

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედროებმა სამი უცხოელი გაიტაცეს, რომელთა გასამართლებასაც აპირებენ. მათ, სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

ოკუპანტები აცხადებენ, რომ მათ სისხლის სამართლებრივი გამოძიება სამი უცხოელის - ბრიტანეთის მოქალაქეების შონ პინერისა და ენდრიუ ჰილის, ასევე მაროკოს სამეფოს მოქალაქე საადუნ ბრაჰიმის წინააღმდეგ დაასრულეს.

 

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ ოფიციალური პირების თქმით, აღნიშნულა სამმა პირმა, ანაზღაურების სანაცვლოდ, მონაწილეობა მიიღეს უკრაინის შეიარაღებულ აგრესიაში მათი ე.წ რესპუბლიკაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. პირველი „სასამართლო სხდომა“ უახლოეს მომავალში გაიმართება.

 

ოკუპანტები აცხადებენ, რომ სამ უცხოელს შესაძლოა საგამონაკლისო ზომა – სიკვდილით დასჯა მიესაჯოთ.

 

 

big_banner
არქივი