logo_geo
ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ პორტების განბლოკვის მიზნით, გაეროს შუამავლობით, აწარმოებს
- +

19 ივლისი. 2022. 22:12

 

 

დღეს უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს მხოლოდ უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით აწარმოებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

 

„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს, დღეს ერთადერთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენი პორტების განბლოკვის შესახებ. ისინი იმართება ჩვენი სამხედროებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე, მაგრამ მხოლოდ გაეროს შუამავლობით“, - განაცხადა ერმაკმა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ის რუსებთან არ ურთიერთობს“, ამავდროულად კავშირშია გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერესთან.

 

ვფიქრობ, გარკვეული პროგრესი გვაქვს. მაგრამ ჩვენთვის ნომერ პირველი საკითხი უსაფრთხოებაა. ჩვენ ნამდვილად არ გვჯერა რუსების - ეს გასაგებია", - განაცხადა მან.

 

 

big_banner
არქივი