logo_geo
უკრაინელებმა ანტონოვსკის ხიდი კიდევ ერთხელ ააფეთქეს
- +

25 აგვისტო. 2022. 10:28

 

 

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ხერსონში მდებარე ანტომოვსკის ხიდზე კიდევ ერთი იერიში მიიტანეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

 

ხიდის მიდამოებში აფეთქებების ხმები ისმოდა, ხოლო შემდეგ ხანძარი დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ აფეთქებების ხმები დილით ადრე გაისმა.

 

ანტონოვსკის ხიდზე უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევებს აგვისტოს დასაწყისიდან ახორციელებენ. ეს ხიდი ხერსონს მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირთან აკავშირებს და რუსული ქვედანაყოფებისთვის ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

უკრაინული მედია იუწყება, რომ ხერსონის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევების შემდეგ ქალაქიდან მოსახლეობის მორიგი პარტია გარბის. მათ შორის რუსი სამხედროების ოჯახის წევრებიც არიან.

 

 

 

 

big_banner
არქივი