logo_geo
რუსეთი საქართველოში და სხვა ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას დააკვირდება
- +

6 სექტემბერი. 2022. 13:03

 

 

„რუსეთი საქართველოსთან, მოლდოვასთან, ლატვიასთან, ლიეტუვასთან და ესტონეთთან კოორდინაციაში ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს დააკვირდება“, - ამის შესახებ საზღვარგარეთ რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალ კონცეფციაში წერია, რომელსაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი იქნება დსთ-ის ქვეყნებთან და „თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან“ - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებთან“ თანამშრომლობის გაღრმავება.

 

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მხარს უჭერს, იცავს მათ უფლებებსა და ინტერესებს რუსული კულტურული იდენტობის შესანარჩუნებლად.

 

 

big_banner
არქივი