logo_geo
ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა
- +

15 სექტემბერი. 2022. 09:36

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა. შემთხვევა კიევთან ახლოს მოხდა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის სპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

 

„კიევში მსუბუქი ავტომობილი უკრაინის პრეზიდენტის მანქანას და მის ესკორტს შეეჯახა. პრეზიდენტი ექიმებმა გასინჯეს, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. შემთხვევის ყველა დეტალს სამართალდამცველები გაარკვევენ“, - წერს ნიკიფოროვი.

 

ავტომობილის მძღოლი, რომელიც საპრეზიდენტო კოლონას დაეჯახა, დაშავდა. პრეზიდენტის თანმხლებმა ექიმებმა მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

 

 

big_banner
არქივი