logo_geo
ბელგიელი მილიარდერი მოსკოვში „ვირტუალური სტალინის“ განთავსების ინიციატივით გამოვიდა
- +

30 ნოემბერი. 2016. 02:58

 

 

ბელგიელი მილიარდერი მარკ ელი კლაინი მოსკოვში უნიკალური სამუზეუმო-ტურისტული ცენტრის მშენებლობის ინიციატივით გამოვიდა. კლაინის განცხადებით, მოსკოვში ვირტუალური ექსპოზიციები განთავსდება და ცენტრის ფართობი 50 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.


მუზეუმში ვირტუალური ექსპოზიცია უნდა შეიქმნეს, სადაც რუსეთის და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო მოღვაწეების ვირტუალური ექსპოზიციები მოეწყობა - ივანე მრისხანეთი დაწყებული და იოსებ სტალინით დასრულებული.


ასევე მილიარდერი ვარაუდობს, რომ მუზეუმში პორტრეტების და ვიდეოების გარდა, დამთვალიერებლები ცნობილი პირების ხმებსაც მოისმენენ.




 

big_banner
არქივი