logo_geo
სტომატოლოგმა პაციენტს 22 ჯანსაღი კბილი ამოუღო...
- +

29 მაისი. 2017. 21:30



BBC-ი წერს, რომ სანკტ-პეტერბურგში სტომატოლოგმა პაციენტს 22 ჯანსაღი კბილი ამოუღო. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, 2014 წელს ეჭვმიტანილმა ექიმმა 43 წლის პაციენტი შეცდომაში შეიყვანა და მას 22 ჯანსაღი კბილი ამოუღო, სანაცვლოდ კი უხარისხო „ხიდები" ჩაუსვა. ამ მომსახურებაში ექიმმა პაციენტისგან 15 ათასი დოლარი მიიღო.


მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამჟამად, გამოძიება სხვა დაზარალებულებს ეძებს. ანალოგიური შემთხვევა შარშან საფრანგეთშიც მოხდა. ჰოლანდიელ სტომატოლოგს იაკობ ვან ნიეროპს 8 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მაშინ ექიმმა აღიარა, რომ მას სიამოვნებას ანიჭებდა პაციენტებისთვის ტკივილის მიყენება. ერთ-ერთმა პაციენტმა სასამართლოზე თქვა, რომ ექიმმა ვან ნიეროპმა მას 8 ჯანმრთელი კბილი ამოუღო, რის შემდეგაც სამი დღე ძლიერი სისხლდენით იტანჯებოდა.


 

big_banner
არქივი