აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა იმედოვნებდა, რომ დემოკრატების კანდიდატი ჰილარი კლინტონი გააგრძელებდა მის მიერ დაწყებულ პოლიტიკურ კურსს და ამიტომაც, იმედგაცრუებულია ჰილარი კლინტონის დამარცხებით. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალ „Rolling Stone"-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
„იმედგაცრუებული ვარ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჰილარი კლინტონი მშვენიერი პრეზიდენტი იქნებოდა; როგორც წინასაარჩევნო კამპანიისას აღვნიშნე, ჩვენს მიერ შესრულებული უამრავი სამუშაო მხოლოდ ნაწილობრივ არის დასრულებული და ჩვენ გვჭირდება გარკვეული განუწყვეტლობა, რათა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.