logo_geo
პარიზში დააკავეს 69 წლის კაცი, რომელმაც ქუჩაში 2 ადამიანი მოკლა და 4 დაჭრა
- +

23 დეკემბერი. 2022. 16:31

 

 

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში დააკავეს კაცი, რომელმაც ქუჩაში 2 ადამიანი მოკლა და 4 დაჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

 

დაკავებულია 69 წლის კაცი, რომელმაც გამვლელებს ცეცხლი პარიზში, დ'ანჟიენის ქუჩაზე გაუხსნა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა სულ მცირე 7-ჯერ გაისროლა.

 

დანაშაულის ჩადენის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

big_banner
არქივი