logo_geo
დონალდ ტრამპი ბიზნესიდან მიდის
- +

1 დეკემბერი. 2016. 02:08


აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ის ბიზნესიდან წავა, რათა ამან ინტერესთა კონფლიქტი არ გამოიწვიოს.


ტრამპის განცხადებით, მისი ქონება დაახლოებით 10 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.   არჩეული პრეზიდენტის ქონებასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ჟურნალი Forbes-ის ცნობით, ტრამპის კაპიტალი 4,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. კომპანია Wealth-X -ის შეფასებით, დონალდ ტრამპი  4,4 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს, ხოლო „ბლუმბერგის" ინფორმაციით, ტრამპს 2,9 მილიარდი დოლარის კაპიტალი გააჩნია.


„ამჟამად შესაბამისი დოკუმენტები მზადდება და მე ბიზნეს-ოპერაციებიდან მთლიანად გავალ. აშშ-ის პრეზიდენტობა - ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ამოცანაა" , - განაცხადა ტრამპმა.


დონალდ ტრამპი 1979 წელს მამამისის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 1999 წელს მან ყველაზე ცნობილი შენობა - Trump Tower-ი ნიუ-იორკის მე-5 ავენიუზე ააშენა. სამშენებლო ბიზნესის გარდა, მილიარდერი შოუ-ბიზსესითაც არის დაკავებული.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი