მოსკოვში სახიფათო ონლაინ თამაშის, „ლურჯი ვეშაპის", ერთ-ერთი შემქმნელი დააკავეს. 26 წლის ილია სიდოროვი სამართალდამცველებმა ჩელიაბინსკის რეგიონში გადაიყვანეს. დაკითხვის დროს ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ადმინისტრატორი იყო ერთ-ერთი ჯგუფის, რომელშიც 32 არასრულწლოვანი იყო გაწევრიანებული.
მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 5 მობილური ტელეფონი, პლანშეტი და რამდენიმე სიმბარათი ამოიღეს. დაკავებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
თამაშის წესების თანახმად, ახალგაზრდებს 50 დავალებას აძლევდნენ, საბოლოო მიზანი კი თვითმკვლელობა იყო.