logo_geo
პატარა კანადური ქალაქი მზადაა, ნებისმიერი მსურველი მიიღოს, დაასაქმოს და მიწის ნაკვეთითაც კი უზრუნველყოს
- +

1 დეკემბერი. 2016. 13:01


 

თუკი კანადაში გსურთ ცხოვრება, მაშინ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ. პატარა კანადური ქალაქი მზადაა, რომ ნებისმიერი მსურველი მიიღოს, დაასაქმოს და საცხოვრებელი მიწითაც კი უზრუნველყოს.


კეიპ-ბრეტონი არის მყუდრო კუნძული, რომელიც ქვეყნის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. პატარა დასახლებას ბედნიერებისთვის ყველაფერი აქვს, ერთადერთი რამ, რის ნაკლებობასაც ის განიცდის - არიან ადამიანები. კუნძულის მოსახლეობა მხოლოდ 150 ათასია და ეს რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო მცირდება. შესაბამისად, ადგილობრივმა ბიზნესმენებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მუშახელის მოსაზიდად მსურველები მიწითაც უზრუნველყონ. ამიტომ, ყველა ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ კანადაში სურს გადასვლა, სამსახურს და 2 აკრ მიწას მიიღებს.


აღსანიშნავია, რომ კანადური კანონის მიხედვით, სამსახურის დასაწყებად სულ ორი დოკუმენტია საჭირო, სამუშაო ვიზა და დამსაქმებლის მოწვევა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი