CBSNewYork-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ოისტერ-ბეის ხელისუფლებამ, რუს დიპლომატებს ქალაქის პლაჟებზე უფასოდ სარგებლობის უფლება ჩამოართა.
ბოლო წლებში, ადგილობრივი ხელისუფლება, ყოველ ზაფხულს 100 უფასო საშვს აძლევდა რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლებს და მათ ოჯახებს. თუმცა, გასარუჯად და საბანაოდ სხვა სტუმრებთან გათანაბრებული თანხის გადახდა მოუწევთ.
ლონგ-აილენდის კუნძულზე, სადაც ოისტერ-ბეი მდებარეობს ოთხი უმსხვილესი პლაჟია განთავსებული. თითოეულ მათგანში შესვლა ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის 20$ ღირს, სხვა დანარჩენისთვის 50-60$.
„თუ ჩვენმა მაცხოვრებლებმა უნდა გადაიხადონ, მათაც მოუწევთ", - განაცხადა ოისტერ-ბეის ინსპექტორმა ჯოზეფ სალადინომ.
მისი განმარტებით, სეზონური საშვის ყიდვას რუს დიპლომატებს 60 დოლარად შესთავაზა, თუმცა ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო.