logo_geo
შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი დააკავეს
- +

11 ივნისი. 2023. 19:57

 

 

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტერჯენი დააკავეს. როგორც „ბიბისი“ წერს, საქმე ეხება შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების შესახებ მიმდინარე გამოძიებას.

 

შოტლანდიის პოლიციამ გამოძიება 2021 წელს წამოიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა მიიღეს საჩივარი 600 000 გირვანქა სტერლინგის არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე. ეს თანხა აქტივისტებმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის კამპანიის ჩასატარებლად შეაგროვეს.

 

პოლიციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულია 52 წლის ქალი და ის არის ეჭვმიტანილი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში.

 

მედიის ცნობით, ახლა ნიკოლა სტერჯენს პოლიცია კითხავს.

 

სტერჯენი შოტლანდიის მთავრობას 2014 2023 წლებში მეთაურობდა. ის მესამე მაღალჩინოსანია, რომელცი შოტლანიის ნაციონალური პარტიის დაფინანების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. მანამდე პოლიციამ სტერჯენის მეუღლე დააკავა, რომელიც შოტლანდიის ნაციონალურ პარტიაში ასევე მაღალ თანამდებობას იკავებდა.

 

 

big_banner
არქივი