logo_geo
სუდანში საჰაერო შეტევას 17 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი ემსხვერპლა
- +

18 ივნისი. 2023. 21:55

 

 

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 - ბავშვი.

 

მედიის ცნობით, თავდასხმა საცხოვრებელ უბანზე, საღამოს საათებში განხორციელდა. დაშავებულია 11 ადამიანი.

 

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას შეტევის უკან, თუმცა, სწრაფი მხარდაჭერის ძალების (RSF) განცხადებით, მათმა მებრძოლებმა ჩამოაგდეს თვითმფრინავი, რომელიც თავს დაესხა სამხრეთ ხარტუმოს საცხოვრებელ უბნებს.

 

სუდანის არმიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

 

შეგახსენებთ, სუდანის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილის შემდეგ მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი