logo_geo
iPhone 8-ის ფუნქციების შესახებ ახალი დეტალები გასაჯაროვდა
- +

19 ივნისი. 2017. 00:05



ტაივანური კომპანია Wistron-ის დირექტორმა რობერტ ჰვანგმა, რომელიც ინდოეთში iPhone-ს აწარმოებს, iPhone 8-ის ფუნქციების შესახებ ახალი დეტალები გაასაჯაროვა. ინფორმაციას Nikkei Asian Review ავრცელებს.


ჰვანგის განცხადებით, iPhone 8-ს, ისევე როგორც მის წინამორბედს, წყალგაუმტარი კორპუსი ექნება. ის, ასევე აღჭურვილი იქნება უსადენო დამუხტვის პრინციპით.


„iPhone 8 დიდად განსხვავებული არ იქნება iPhon 7-ისგან, თუმცა ისეთი ფუნქციები, როგორიც არის წყალგაუმტარობა და უსადენო დამუხტვა, დამატებით, რამდენიმე ტესტს საჭიროებს", - აცხადებს ჰვანგი.


კომპანია Apple-მა სმარტფონების ინდოეთში წარმოება 2017 წელს დაიწყო. ამ ეტაპისთვის, Wistron-ი iPhone-ის ყველაზე იაფ ვერსიებს უშვებს, როგორიც არის iPhone SE და iPhone 6.


25 აპრილს ინტერნეტში iPhone 8-ს ფოტოები გავრცელდა. აშშ-ის საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ბიურომ აპრილის დასაწყისში გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც Apple-ის |თხევადი ლითონის" (Liquidmetal) გამოყენების გეგმებია აღწერილი.


ახალი iPhone 8-ის პრეზენტაცია 2017 წლის შემოდგომას არის დაგეგმილი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი