logo_geo
უკრაინის დაზვერვა: ვლადიმირ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა
- +

24 ივნისი. 2023. 18:02

 

 

ვლადიმირ პუტინმა მოსკოვი დატოვა, მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ასევე, უკრაინის სპეცსამსახურებში შემოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის დედაქალაქი პანიკამ მოიცვა და მისასვლელი ხიდების დანაღმვის მომზადება არის დაწყებული, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

 

„სამხედრო კომპანია „ვაგნერთან“ შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სასწრაფო რეჟიმში დატოვა მოსკოვი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი კი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი „კრემლში მუშაობს“.

 

დმიტრი პესკოვის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილზე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევიც იმყოფება.

 

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მედვედევმა რუსეთის დედაქალაქი ოჯახთან ერთად დატოვა.

 

„უნიანი“ უკრაინის დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვალდაიზე გაემგზავრება.

 

„ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომ ვლადიმირ პუტინი მოსკოვიდან მიდის. ის ვალდაიზე გადაჰყავთ“, - აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.

 

კერძოდ, საუბარია იმის შესახებ, რომ ვლადიმირ პუტინის თვითმფრინავი Ил96-300ПУ მოსკოვის დროით 14:16-ზე სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით გაფრინდა.

 

 

big_banner
არქივი