logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: რაც ნაკლებად ჩაერევა ამერიკა უკრაინის საქმეებში, მით უკეთესი
- +

1 დეკემბერი. 2016. 17:44



„ნუ არყევ ნავს, - ამას მეუბნებოდნენ ამერიკის ოფიციალური პირები, არადა, ნავი უკვე იძირება", - ასე ხსნის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჟურნალ „Economist"-თან ოდესის გუბერნატორობაზე უარის თქმას.


სააკაშვილმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე ისაუბრა. მისი მტკიცებით, ტრამპის წინამორბედებმა ვერ შეძლეს, პუტინს წინ აღდგომოდნენ, ჰილარი კლინტონმა კი, საქართველოსთან ომის შემდგომ დაიწყო რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა და მხარი არ დაუჭირა „მაგნიტსკის აქტს", რომელიც რუსეთის იმ მოქალაქეებს დასჯიდა, ვინც ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში არიან ბრალდებულნი. სააკაშვილი ობამას ადმინისტრაციას უკრაინისთვის იარაღის არმიცემის გამოც აკრიტიკებს.


„ამ ეტაპზე, რაც ნაკლებად ჩაერევა ამერიკა უკრაინის საქმეებში, მით უკეთესი", - ამბობს სააკაშვილი. ოდესის ყოფილი გუბერნატორი ასევე ამტკიცებს, რომ ამერიკელებმა უკრაინის ოლიგარქიული ელიტა რუსული აგრესიის შესაჩერებლად, საკუთარ მნიშვნელობაში დაარწმუნეს.



http://www.economist.com/news/europe/

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი