logo_geo
ფანჯრიდან ბავშვის გადაკიდების გამო, მამაკაცს პატიმრობა შეუფარდეს
- +

20 ივნისი. 2017. 19:13



ალჟირის სასამართლომ მამაკაცს, რომელმაც მცირეწლოვანი შვილი 15-სართულიანი შენობის ფანჯრიდან გადაკიდა, ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ სააგენტო Al Arabiya-ზე დაყრდნობით ავრცელებს.


მედიასაშუალების ცნობით, მამაკაცმა ფოტო „ფეისბუქზე" გამოაქვეყნა და მიაწერა: „თუ ფოტოს 1000 მოწონება არ ექნება, ბავშვს გადავაგდებ".


სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა ბავშვის მამის დაპატიმრება მოითხოვა.


მამაკაცს ბავშვის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ბრალდება წაუყენეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი