logo_geo
„ძალიან ნატანჯი იყო“ - გარდაცვლილი სტუდენტის მშობლების ემოციური წერილი
- +

20 ივნისი. 2017. 22:46



ამერიკელი სტუდენტის ოტო უორმბიერის  მშობლებმა შვილის გარდაცვალების შემდეგ, ემოციური წერილი გაავრცელეს:


„როდესაც ოტო შინ დაბრუნდა, მას არც საუბარი და არც ჩვენი დანახვა არ შეეძლო, ის არაფერზე რეაგირებდა.

 

ძალიან ნატანჯი იყო და საშინლად გამოიყურებოდა. ჩვენ მის ხმას ვეღარ გავიგონებთ. ის მშვიდად განისვენებს, რადგან უკვე სახლშია და დარწმუნებულები ვართ, ოტო ამას გრძნობს.

 

ჩვენს შვილს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ძალიან სასტიკად და არაადამიანურად მოექცა", - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ოტო უორმბიერის მშობლები ავრცელებენ.


22 წლის ამერიკელი სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებიდან ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. ოჯახის ინფორმაციით, უორმბიერს ტვინი ჰქონდა დაზიანებული.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი