Asian Correspondent-ის ინფორმაციით, ჩინეთში მდიდარი მოქალაქეების რაოდენობამ 1.6 მილიონი ადამიანი შეადგინა. გამდიდრებული ჩინელების ქონება 10 მილიონ იუანს (1.46 მილიონი დოლარი) ცდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში მდიდარი მოქალაქეების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში 9-ჯერ გაიზარდა.
მდიდარი ჩინელების რაოდენობამ, რომლებიც საზღვარგარეთ ინვესტიციებს დებენ, 2017 წელს 56 პროცენტი შეადგინა. ეს მონაცემები 2011 წელს 19 პროცენტი იყო.