logo_geo
Apple-ის პირველი კომპიუტერი 355 000 დოლარად გაიყიდა
- +

21 ივნისი. 2017. 00:54



Christie's-ს აუქციონის სახლმა 1976 წლის Apple I-ის ერთ-ერთი მუშა მოდელი, 355 ათას დოლარად გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა CNET-ი წერს.


აღნიშნავენ, რომ ამ კომპიუტერისთვის, ეს არც თუ ისე მაღალი ფასია. 2013 წელს, იმავე მოდელის კომპიუტერი 671 ათას დოლარად გაყიდეს, ხოლო 2014-ში - 905 ათასად. შედარებისთვის, იმავე აუქციონზე, გერმანული შიფრის მანქანა "ენიგმა" 547 ათას დოლარად გაიყიდა.


კომპიუტერი, Apple-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა სტივ ვოზნიაკმა, პირადი მოხმარებისთვის ააწყო. ადრე, ვოზნიაკის კომპიუტერის დედაპლატა 666,66 დოლარად იყიდებოდა (ლეგენდის მიხედვით, ეს ფასიც ვოზნიაკმა დააწესა, რადგან მას "რიცხვების განმეორება უყვარდა"). მომხმარებელს თვითონვე უნდა აეწყო კორპუსი, ეკრანი, კლავიატურა და დენის წყარო.


სულ 200 Apple I-ი დამზადდა. ამჟამად 63 ეგზემპლარი არსებობს, რომელთაგან 6 მუშა მდგომარეობაშია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი