Google-ის საძიებო სისტემამ ქსელში ვირტუალური სპინერი ჩაუშვა. თუ მომხმარებელი საძიებო ველში ჩაწერს სიტყვა Spinner, იუზერი ვირტუალურად სპინერით თამაშს შეძლებს.
სპინერის ტრიალი კურსორისთვის მიმართულების მიცემით და წარწერა Spinner-ზე დაკლიკებით არის შესაძლებელი.
Google Trends-ის მიხედვით, ინტერნეტში (მათ შორის საქართველოდან) ძებნის თვალსაზრისით სპინერმა პიკს 2017 წლის მაისში მიაღწია. სათამაშოს ფასი „ამაზონზე" დაახლოებით 5 ლარიდან იწყება.