logo_geo
ევროკომისია ბელგიას კარტოფილი ფრის გაყიდვის აკრძალვისკენ მოუწოდებს
- +

21 ივნისი. 2017. 21:49



ევროკომისია ბელგიას მოუწოდებს უარი თქვას ორმაგად შემწვარ კარტოფილ ფრიზე, რომელიც ბელგიელებისთვის ნაციონალური კერძია. ამ მოთხოვნას ბელგია „ხალხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს" უწოდებს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.


ევროკომისიის სპეციალისტების მტკიცებით, ორმაგად შემწვარი კარტოფილი, გარკვეულ ტემპერატურაზე კანცეროგენს გამოყოფს. სპეციალისტები ბელგიელებს სთავაზობენ, რომ კარტოფილი ჯერ ორთქლზე მოამზადონ ან მოხარშონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეწვან. ბელგიელები კი ამბობენ, რომ ამ გზით მომზადებული კერძი მისთვის დამახასიათებელ გემოს კარგავს.


ბელგიის სამეფოს კულტურის მინისტრმა ბენ ვეიტსმა ევროკომისიას მოუწოდა, მსგავსი რეკომენდაციების მიღებამდე, ქვეყნის კულტურული მახასიათებლები გაითვალისწინოს.


ცოტა ხნის წინ, ამერიკელი, ესპანელი და ბრიტანელი მეცნიერებისგან შემდგარმა ჯგუფმა შემწვარი კარტოფილის მავნე თვისებების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. მეცნიერების აზრით, შემწვარი კარტოფილი ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის. ამ მოსაზრებას 4400 მოხალისეზე ჩატარებული რვაწლიანი დაკვირვების უდევს საფუძვლად. ამ დროის განმავლობაში 236 პაციენტი გარდაიცვალა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი