logo_geo
სტივენ ჰოკინგი: ადამიანებს დედამიწის დატოვება აუცილებლად სჭირდებათ
- +

21 ივნისი. 2017. 22:09



მაისში, სახელგანთქმულმა ინგლისელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა კიდევ ერთი აპოკალიფსური პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, კაცობრიობას მხოლოდ 100 წელიწადი აქვს დედამიწის დასატოვებლად. გასული წლის ნოემბერში, ჰოკინგი ადამიანებს დედამიწის დასატოვებლად მაქსიმუმ 1000 წელს აძლევდა.


ახალ შეფასებაში ჰოკინგი ვარაუდობს, რომ კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთი გზაა ახალი სახლის, სხვა პლანეტის პოვნა.


ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში, სტრამუსის ფესტივალზე გამოსვლისას, ჰოკინგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავის ხედვა. 


„თუკი კაცობრიობას სურს კიდევ იარსებოს მილიონობით წლის მანძილზე, ჩვენი მომავალი დამოკიდებულია გაბედულად გავემგზავროთ იქ, სადაც მანამდე არავინ ყოფილა", - განმარტა ჰოკიგნმა, როგორც ამას BBC იუწყება.


გარდა ამისა, ჰოკინგი აღნიშნავს, რომ უნდა ვიმუშაოთ მისიაზე, რომლის ფარგლებშიც 2020 წელს მთვარეზე ხომალდს დავსვამთ, მომდევნო 30 წლის განმავლობაში კი მთვარეზე ბაზა უნდა შევქმნათ - პროექტები, რომლებიც 2025 წლისთვის მარსზე ადამიანთა გაგზავნაში დაგვეხმარება. 


„კოსმოსში ვიმყოფებით და ერთადერთი ადგილი, სადაც წასვლა შეგვიძლია, სხვა მსოფლიოებია. დროა, გამოვიკვლიოთ სხვა მზის სისტემები. გავრცელება ალბათ ერთადერთი გზაა, რომელიც ჩვენ ყველას ჩვენივე თავებისგან გადაგვარჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს დედამიწის დატოვება სჭირდებათ", - დაამატა ჰოკინგმა.


ჰოკინგმა ეს განცხადება თითქმის 45 წლის შემდეგ გააკეთა იმ დროიდან, როცა NASA-მ მთვარის მისია გაუშვა. იგი ერთადერთი არაა, რომელიც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ხელახლა მონახულების შესახებ ფიქრობს.


2020 წლისთვის მთვარეზე ადამიანთა გაგზავნა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც კი სურს. აღნიშნულ საკითხზე უკვე აქტიურად მუშაობენ როგორც სამთავრობო, ისე კერძო კოსმოსური სააგენტოები. მაგალითად, NASA-ს მარსის მისია შენიშნავს, რომ მთვარის ორბიტაზე სადგურის შექმნა საკვანძო ნაბიჯი იქნება წითელი პლანეტის სამომავლო მისიებისათვის.


იგივე მიზნის მისაღწევად სხვა ქვეყნებიც მუშაობენ: 2020-იან წლებში მარსზე ჩაღწევას ჩინეთი და ევროპაც იმედოვნებენ.


ჰოკინგის განცხადებით, მთვარის შესახებ დასახული მიზნები არა მხოლოდ სასიცოცხლოა, არამედ იგი კაცობრიობას გააძიერებს მანამ, სანამ ჯერ კიდევ დედამიწაზე ვართ. 

 

„ვიმედოვნებ, იგი გააერთიანებს ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ ქვეყნებს ერთი, საერთო მიზნის გარშემო, რათა ჩვენ, ყველამ ერთად დავძლიოთ საერთო გამოწვევა", - ამბობს ჰოკინგი.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი