logo_geo
პასპორტები, რომლებითაც უვიზოდ ყველაზე მეტ ქვეყანაში შეიძლება წასვლა
- +

22 ივნისი. 2017. 00:22



კველვითმა ორგანიზაციამ ACT Globalm-მა, passportindex.org-ზე დაყრდნობით, პასპორტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში წარმოდგენილია იმ ქვეყნების პასპორტები, რომლის მფლობელებსაც მსოფლიოს ყველაზე ბევრ ქვეყანაში უვიზოდ შეუძლიათ წასვლა.


passportindex.org-ის მიხედვით, გერმანიისა და სინგაპურის პასპორტი ყველაზე ძლიერია. ამ ორ სახელმწიფოს ყველაზე მეტ ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა ან ჩასვლის დროს ადგილზევეა შესაძლებელი ვიზის აღება. ჯამში, გერმანელებსა და სინგაპურელებს 159 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა.


სიაში მეორე ადგილი შვედეთსა და სამხრეთ კორეას უკავია. შვედებსა და სამხრეთკორეელებს 158 ქვეყანაში აქვთ უვიზო/ადგილობრივი ვიზით მიმოსვლის შესაძლებლობა.


რანგით მესამე ქვეყნებში შედის აშშ და დიდი ბრიტანეთი, რომელთა მოქალაქეებსაც 157 ქვეყნის მიმართულებით უვიზოდ შეუძლიათ მიმოსვლა.


რუსეთი მე-40 ადგილზეა, რომელთა მოქალაქეებსაც 106 ქვეყანაში აქვთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა.

 

თურქეთი რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებს. თურქეთის პასპორტის მქონე მოსახლეობას მსოლფო 105 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა.


საქართველო სიაში 43-ე ადგილს იკავებს. 103 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა ან არ არის საჭირო, ან ადგილზევე გაიცემა.


სომხეთი რეიტინგში 69-ე ადგილზეა. სომხებს მსოფლიოს 58 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.


აზერბაიჯანი ამავე სიაში 64-ე ადგილზეა. აზერბაიჯანელებს უვიზოდ 63 ქვეყანაში შეუძლიათ წასვლა.


რეიტინგში ბოლო ადგილს ავღანეთი იკავებს. ავღანელებს მხოლოდ 23 ქვეყანაში აქვთ უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა.


საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მიმოსვლა 180 დღიდან 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი