logo_geo
ჯონი დეპი დონალდ ტრამპს ბოდიშს უხდის
- +

24 ივნისი. 2017. 01:19



ამერიკელმა მსახიობმა ჯონი დეპმა, აშშ-ის პრეზიდენტთან დაკავშირებით ხუმრობაზე ბოდიში მოიხადა.


„ბოდიშს ვიხდი ცუდი ხუმრობისთვის. გამოვიდა არა ისე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. არ გამაჩნია ბოროტი ზრახვები. მე უბრალოდ ვერთობოდი და არავისთვის ზიანის მიყენებას არ ვაპირებდი",- განაცხადა მსახიობმა.


მუსიკალური ფესტივალი გლასტონბერის კონცერტის დროს, მსახიობმა ჯონი დეპმა იხუმრა თავის განზრახვაზე მოკლას დონალდ ტრამპი.


„ეს პრესაში მოხვდება და ნამდვილი კოშმარი იქნება, მაგრამ მინდა რომ ამის ნაწილი გახდეთ... ბოლოს როდის მოკლა მსახიობმა პრეზიდენტი?" - განაცხადა დეპმა.


დეპის ხუმრობაზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდა თეთრ სახლს.


„პრეზიდენტი ტრამპი, ყველანაირ ძალადობას გმობს. სამწუხაროა, რომ ისეთი ადამიანები, როგორც ჯონი დეპია, არ მიზდევენ მის მაგალითს", - წერია ოფიციალურ განცხადებაში.


გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საიდუმლო სამსახურები დეპზე თვალთვალს დაიწყებენ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი