logo_geo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანს ლოცვის დროს გული წაუვიდა
- +

25 ივნისი. 2017. 12:30



Hurriyet-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მეჩეთში დილის ლოცვის დროს გული წაუვიდა. ქვეყნის პირველი პირი თავს უკვე კარგად გრძნობს.


„ცუდად წნევის გამო გავხდი, რომელიც დიაბეტთანაა დაკავშირებული. ახლა კარგად ვარ", - განაცხადა ერდოღანმა.


ექიმების მისვლამდე მას დახმარება დაცვის წევრებმა გაუწიეს. ჟურნალისტებს მეჩეთთან არ უშვებდნენ. პრეზიდენტმა ინტერვიუ ლოცვის დასრულების შემდეგ მისცა.


 

 

big_banner
არქივი