logo_geo
გადამუშავებული ნარჩენებით ამერიკელმა სტუდენტებმა უსახლკაროებისთვის სახლი ააშენეს
- +

28 ივნისი. 2017. 02:44



სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლის სტუდენტებმა გადამუშავებული ნარჩენებისგან ააგეს თავშესაფრის კონსტრუქცია ბორბლებზე, რომელიც უსახლკაროებისთვის არის განკუთვნილი. ამის შესახებ ინფორმაცია სასწავლებლის ვებგვერდზე ვრცელდება.


ხის სახლი, როლის ფართობიც ორ კვადრატულ მეტრს არ აღემატება, იტევს საწოლს, მაგიდას, სკამს და პირად ნივთებს. მას პატარა ფანჯრებიც კი აქვს.


„სახლი გადამუშავებული ნარჩენებით და უსარგებლო ნივთებით ავაშენეთ,, რომლებიც ხალხს ქუჩაში ჰქონდა გადაყრილი" , - ყვება ერთ-ერთი სტუდენტი,  ჯერემი კარმენი, რომელმაც პროექტისთვის მასალები საკუთარი სატვირთო მანქანით გადაიტანა.


„ამ პროექტმა მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობები აჩვენა, როგორც მომავალ არქიტექტორებს", - განაცხადა კათედრის დოცენტმა, სკოტ მიტჩელმა. სხვა პედაგოგებთან ერთად, ისიც აკონტროლებდა პროექტის მსვლელობას.


სახლი ლატარიაში გათამაშდა. მირებული თანხა ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა, რომლებიც უსახლკაროებს ეხმარებიან.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი