logo_geo
Walt Disney World-ში დონალდ ტრამპის მექანიკური, მოლაპარაკე ფიგურა გამოჩნდება
- +

29 ივნისი. 2017. 03:15



აშშ-ში, ფლორიდის შტატის გასართობ პარკში Walt Disney World მალე აშშ-ს პრეზიდენტის მექანიკური მოლაპარაკე ფიგურა გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარკის სარედაქციო კონტენტის დირექტორი, ტომას სმიტი კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე აქვეყნებს.


ტრამპის რობოტი სხვა პრეზიდენტების ფიგურებს "პრეზიდენტების დარბაზში" შეუერთდება. პრეზიდენტი პირადად ჩაწერს ტექსტს, რომელსაც შემდეგ ეს მანქანა გაახმოვანებს.


"ჩვენ მჭიდროდ ვურთიერთობთ თეთრ სახლთან, ისევე როგორც ამას წინა ადმინისტრაციების დროს ვაკეთებდით" - წერს სმიტი.


ბილ კლინტონმა, უმცროსმა ბუშმა და ბარაკ ობამამაც თავად გაახმოვანეს საკუთარი მექანიკური ფიგურები.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი