logo_geo
CNN: დონალდ ტრამპის ვიდეო ჟურნალისტებზე ძალადობის მოწოდებას შეიცავს
- +

2 ივლისი. 2017. 23:50



ტელეკომპანია CNN- აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ Twitter-ზე დადებულ ვიდეოს გამოეხმაურა. ტელევიზიაში მიიჩნევენ, რომ ტრამპის მიერ CNN-ის შესახებ გამოქვეყნებული ვიდეო ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავს.


CNN-ში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ისე იქცევა, როგორც გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი.


„ჩვენ ჩვენ საქმეს მივხედავთ, მან კი თავის საქმე უნდა აკეთოს", - წერია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დამონტაჟებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის „სცემს" ადამიანს, რომელსაც თავის ნაცვლად CNN-ის ლოგოტიპი აქვს გამოსახული.


მანამდე ტრამპმა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ტელეკომპანია CNN-ს „თაღლითური ახალი ამბები" უწოდა.


 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი