logo_geo
ავსტრიაში ქათმებმა მოძრაობის პარალიზება მოახდინეს
- +

5 ივლისი. 2017. 17:33



ავსტრიაში მომხდარი ავარიის შედეგად, სატვირთო მანქანიდან ქათმები გაიქცნენ. ინციდენტი ვენის მაგისტრალზე, ქალაქ ლინცის სიახლოვეს მოხდა.


სატვირთოს მძღოლს, რომელსაც 7000-მდე შინაური ფრინველი გადაჰყავდა, სავარაუდოდ საჭესთან ჩაეძინა. შედეგად, ყუთები მანქანიდან გადმოიყარა. ფრინველებმა მოძრაობის პარალიზება გამოიწვიეს, რის გამოც სახანძრო მანქანების გამოძახება გახდა საჭირო.


100-მდე მეხანძრე ფრინველების გალიებში დაბრუნებას რამდენიმე საათი ცდილობდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი