logo_geo
პირობა, რომელიც პუტინმა რაულ ხაჯიმბას წაუყენა
- +

2 დეკემბერი. 2016. 22:17



აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის  პრეზიდენტების 2016 წლის 1 დეკემბრის დახურულ შეხვედრამდე მოსკოვში მედიის თანდასწრებით მხოლოდ რამდენიმე კომენტარი გაკეთდა.


რუსეთის საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტის ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას პირობა წაუყენა - "თუ აფხაზეთში შიდაპოლიტიკური პროცესები გამწვავდება, ამან შესაძლოა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა გაართულოს".


ჩვენ ვხედავთ, რომ აფხაზეთში რთული შიდაპოლიტიკური მოვლენებია. ეს, რა თქმა უნდა, ნორმალური მოვლენაა ნებისმიერი საზოგადოებისა და ქვეყნისთვის. თუმცა დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სიტუაცია კონტროლის ქვეშ იქნება და სამართლებრივი ჩარჩოდან არ გავა. წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ რთული განსახორციელებელი იქნება ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გეგმები. ბუნებრივია, როდესაც სერიოზული შიდა რყევა ხდება, იქ უკვე არავის სცხელა გზებისთვის, საავადმყოფოებისთვის და სკოლებისთვის", - განაცხადა პუტინმა.


მანამდე, სანამ ხაჯიმბა პუტინთან შესახვედრად მოსკოვში გაემგზავრებოდა, მხარდამჭერებთან გამოსვლის დროს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან აფხაზეთში განსახორციელებელი პროექტებისთვის საჭირო ფინანსური დახმარების საკითხებზე ისაუბრებენ.


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის რუსეთში ვიზიტამდე აფხაზურმა ოპოზიციამ მორიგი ყრილობა გამართა და რაულ ხაჯიმბას გადადგომისთვის 16-დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ოპოზიცია ირწმუნება, სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებელი პრეზიდენტი იქნება.


 

big_banner
არქივი