რატი იონათამიშვილი: ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი
„ექვსი პოლიტიკური პარტიის განცხადებას, ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი, რადგან მათ დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა.
„განცხადებას ექვსი პოლიტიკური პარტია ავრცელებს და მას ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს, რადგან, ფაქტობრივად, ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი. მათი სუვერენიტეტი სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ აქვთ შეთვისებული. ისინი ამიტომ ებრძვიან სუვერენიტეტს, რადგან მათ სუვერენიტეტის დაცვის არც ნიჭი, არც უნარი და არც სურვილი გააჩნიათ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილი.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.