ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ კელი დეგნანი გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სუბიექტურ დამოკიდებულებას აგრძელებს
„სამწუხაროა, რომ კელი დეგნანი გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით სუბიექტურ დამოკიდებულებას განაგრძობს”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ კანონპროექტის შემობრუნების მიზანია, არჩევნებზე საერთაშორისო მისიები არ დაუშვას.
„სამწუხაროა, როცა იარლიყების მიწებების კამპანია გრძელდება. კელი დეგნანს არგუმენტი თუ აქვს, უნდა დაასახელოს, ნაცვლად იმისა, რომ წინა წლიდან გამომდინარე, მისი სუბიექტური განცხადებებიდან და დამოკიდებულებიდან გამომდინარე აგრძელებს თავის პოზიციებს. რაიმე არგუმენტი თუ არის, სჯობს, წარადგინოს. თუ არგუმენტი არ აქვს და კანონპროექტზე იარლიყის მიწებება ხდება, თითქოს ცვლილებები რუსულია, მაშინ ადგილი აქვს უარგუმენტობას. ის იყო სიბუექტური წინა წელს, როცა კანონპროექტზე განცხადებებს აკეთებდა და ცვლილებების სტიგმატიზება ხდებოდა. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ პოზიცია შეეცვალა და არგუმენტები წარედგინა, სუბიექტურ დამოკიდებულებას აგრძელებს, რაც საზოგადოებისთვის მისაღები არ არის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.