გია აბაშიძე: NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ “ნაცრადიკალებს” და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას
„პარადოქსია და მიუტევებელია, რომ NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ “ნაცრადიკალებს” და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ რაღაც პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას“, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „არის დადასტურებული ეჭვი, რომ NED და EED აფინანსებენ პარტიებს და რადიკალურ მოძრაობებს. გაესაჯაროებინათ პროექტები, რა საჭიროა ამდენი განცხადება?!“
„თავიანთი საქმიანობის აღწერისას, დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (NED, National Endowment for Democracy) აღნიშნავს, რომ მოქმედებს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით, ხოლო ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED, European Endowment for Democracy) მხარს უჭერს ადამიანის უფლებების პატივისცემასა და ძალადობის წინააღმდეგობის პრინციპების დაცვას.
პარადოქსია და მიუტევებელია, რომ NED და EED ქართული საზოგადოებისთვის დღემდე არიან კარჩაკეტილნი, ასპონსორებენ “ნაცრადიკალებს” და გაუგონარი უტიფრობით აქეთ უყენებენ რაღაც პრეტენზიებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს ხელისუფლებას“, – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.