გია აბაშიძე: აშშ-ის სახდეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო – თვალთმაქცობა ადვილად შესამჩნევია, უწინარესად იმ ხალხისთვის, რომელთა ისტებლიშმენტიდანაც ვისმენთ „დარიგებას“

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს, მეთიუ მილერს საქართველოს მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებენ.

როგორც ანალიტიკოსი წერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მართებულად აკრიტიკებენ ამერიკის გადასახადის გადამხდელები საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო – თვალთმაქცობა ადვილად შესამჩნევია, უწინარესად, იმ ხალხისთვის, რომელთა ისტებლიშმენტიდანაც ვისმენთ „დარიგებას“.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, აწ უკვე ყოფილ კონგრესმენს ადამ კინზინგერს სასტიკად უპირისპირდებოდა მისი ოლქის ელექტორატი ილინოისიდან – შტატის საქმეებს მიხედე და შენი განსახილველი არაა საქართველოს საარჩევნო სისტემა! იყო ამგვარი მწვავე განცხადებებიც სოცქსელში.

იმის გარდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ამერიკის განვითარების ხარჯზე უკრაინის დახმარებაზე აკრიტიკებენ ამერიკელები, ამას ემატება ცეცხლმოკიდებული ახლო აღმოსავლეთის გამო აღშფოთება, ახლა უკვე საქართველოს გამოც მართებულად შეწუხდნენ აშშ-ის მოქალაქეები.

5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები კი არაა შორს“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

 

ასევე იხილეთ