პაატა კვიჟინაძე: ოპონენტებს არ სჯერა ჩვენი, როდესაც ვეუბნებით, რომ ეკონომიკური ზრდაა, პენსიები მატულობს. ახლა სავალუტო ფონდმა თქვა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო დეკადური (ათწლიანი) ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა.
„ოპონენტებს არ სჯერა ჩვენი, როდესაც ვეუბნებით, რომ ეკონომიკური ზრდაა, პენსიები მატულობს. ახლა სავალუტო ფონდმა, ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ თქვა ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობა ამ პერიოდში იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი კეთილდღეობის კუთხით“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა (2029 წლის ჩათვლით).