კარინ ჟან-პიერი: თეთრ სახლს არ აქვს კომენტარი ირანში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ თეთრ სახლს არ აქვს კომენტარი ირანში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე.
„ამ დროისთვის გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გვაქვს“, – აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ არ იყო ჩართული ირანის წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმაში.
პარასკევს დილით ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანა – ცნობა ტელეკომპანია ABC-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა. ირანელი ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ ისპაჰანის თავზე სამი დრონი ჩამოაგდო, რასაც მცირე აფეთქებები მოჰყვა, თეირანში აცხადებენ, რომ ისპაჰანში მომხდარის გამო ისრაელს არ უპასუხებენ.