დავით ქართველიშვილი: ჩვენი მართლაც რომ თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების მიმართ ბოდიშისა და პატივისცემის ნიშნად ობელისკს და მიმდებარე ტერიტორიას ხელახლა ვაკურთხებდი
„200 ათასი წმინდანი მყავს ზეციურ საქართველოში – რომ შევაწუხო და ვთხოვო საქართველოსთვის შემწეობა და ჩვენს გვერდში დგომა, ინსტაგრამზე იმ 300 ათას გამომწერს ხომ არ შეუშინდებიან, როგორ გგონიათ? ღირს მათი შეწუხება?“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან, გუშინ აქციის მონაწილეთა ნაწილმა ფიცი დადო, ობელისკის ტერიტორიას ხელახლა უნდა იკურთხოს.
„200 ათასი წმინდანი მყავს ზეციურ საქართველოში – რომ შევაწუხო და ვთხოვო საქართველოსთვის შემწეობა და ჩვენს გვერდში დგომა, ინსტაგრამზე იმ 300 ათას გამომწერს ხომ არ შეუშინდებიან, როგორ გგონიათ? ღირს მათი შეწუხება? რაც შეეხება გმირთა მოედანზე გუშინ დადებულ ფიცს: „მონობას ვერავინ წაგვართმევს, ლაქიებად გვინდა ცხოვრება და მარიონეტებად სიკვდილი! მადლობა, ლუციფერ, რომ საკუთარი აზრის გამოხატვის უნარი წაგვართვი, ჩვენ ის არ გვჭირდება! რასაც ჩაგვძახებ – იმას ამოვძახებთ! ბაფომეტი, ავადონი და აპოლიონი რასაც გვიბრძანებენ – იმას შევასრულებთ ჩვენს თავებზე ნაკურთხი წყლის პირველი წვეთის დაცემამდე! ვფიცავართ!“ – ჩვენი მართლაც რომ თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების მიმართ ბოდიშისა და პატივისცემის ნიშნად, იმ ობელისკს და მიმდებარე ტერიტორიას ხელახლა ვაკურთხებდი“, – წერს დავით ქართველიშვილი.