გია აბაშიძე: „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ეტაპობრივად გამთლიანების ერთადერთი გარანტი. სხვა დანარჩენი დესტრუქციული, რომლებიც აგენტოკრატიის მონები არიან, ანტიქართულია და დამარცხებადი
„თითქმის ყველა მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის მუდმივი რყევის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ეტაპობრივად გამთლიანების ერთადერთი გარანტი“, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„თითქმის ყველა მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის მუდმივი რყევის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და ეტაპობრივად გამთლიანების ერთადერთი გარანტი.
სხვა დანარჩენი დესტრუქციული, რომლებიც აგენტოკრატიის მონები და მონების მონები არიან, ანტიქართულია და დამარცხებადი. მკაფიოდ მესმის, რომ მრავალწლიანი ნერვების თამაშია, მაგრამ ყველა განსაცდელს გადავიტანთ, როცა ერი ერთიანია ანგარებიანი, უსამშობლო და გაუნათლებელი მარგინალების შემოტევებისას“, – წერს გია აბაშიძე.