ლევან ნიკოლეიშვილი „გამჭვირვალობის კანონის“ მოწინააღმდეგეებზე: მიზეზი, რის გამოც თავს იკლავს არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედია, მათი დამალული ხარჯებია
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: „ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც კი რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის „ენჯეო“ სექტორი და მედიასაშუალებები“.
ექსპერტის თქმით, კონკრეტული არასამთავრობოები და მედიასაშუალებები, არა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს, არამედ უცხოელი პატრონების მზაკვრულ სურვილებს ემსახურებიან.
„მიზეზი, რის გამოც თავს იკლავს არასამთავრობო სექტორი და ე.წ. კრიტიკული მედია, მათი დამალული ხარჯებია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ უცხოეთიდან ფინანსდებიან. შესაბამისად მათი სამსახურიც მთლიანად არა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებზეა ორიენტირებული, არამედ უცხოელი პატრონების მზაკვრულ სურვილებზე“, – წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.