თამთა მეგრელიშვილი: ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? – „ქართულმა ოცნებამ“, ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც, რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიზაციას ასცდა

„ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი და სხვა ხელშესახები შედეგები ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც, რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიზაციას ასცდა“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი სტილისაგან განსხვავებით, დღეს ქართულ სახელმწიფოში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი და თუ ის არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს, მას ამაში არავინ ხელს არ უშლის.

მისივე თქმით, ახალგაზრდებს ჰგონიათ, სიმართლეს იცავენ,  სინამდვილეში კი ყველაზე რუსული ხელწერის მქონე ძალების გვერდით დგანან. სიმართლე კი ერთია  – თუ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი, ეს არის „ქართული ოცნება“, სწორედ ამ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ქართული ძალა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი სტილისაგან განსხვავებით, დღეს ქართულ სახელმწიფოში არის დემოკრატია, ყველა მოქალაქეს აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი და პროტესტი (ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის კანონის პროექტის ირგვლივ) და თუ ის არ გასცდება კანონით დადგენილ ნორმებს, მას ამაში არავინ ხელს არ უშლის.

ამ უფლებების თავისუფლებას და ხელშესახებ განსხვავებას „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კარგად ხედავენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დავალებული, მათი მმართველობის დროს საკუთარ უპირატესობას ჩვეული „ელიტის“ წარმომადგენლები, მაგრამ ისინი მათზე კომპრომატების არსებობისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ დაძახილზე გამოდიან გარეთ და მზად არიან ფსევდო ევროპულობის სახელით ფეხქვეშ გაეგონ მათ.

ახალგაზრდების დიდი ნაწილიც სამწუხაროდ პოლიტიკური დირექტივით გადამზადდა – მათ არ ახსოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი და უაპელაციოდ იღებენ მათთვის კანვასისა თუ სხვა ტრენინგებზე მათთვის მიწოდებულ, საგანგებოდ მათზე გათვლილ პოლიტიკურ გზავნილებს, მზად არიან დაარღვიონ წესრიგი და მოლოტოვის კოქტეილი ესროლონ საკანონმდებლო ორგანოს და თითოეულ სამართალდამცავს.

მათ ჰგონიათ, რომ იცავენ სიმართლეს, სინამდვილეში კი ისინი ყველაზე რუსული ხელწერის მქონე ძალების გვერდით დგანან. ამ ახალგაზრდებთან ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და სიმართლე უნდა ვუთხრათ მათ. სიმართლე კი ერთია თუ ვინმემ, რომელიმე მმართველმა პარტიამ მოიტანა მართლაც ხელშესახები პროგრესი და შედეგი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, სწორედ ამ ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებული ქართული ძალა.

ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, კანდიდატის სტატუსი და სხვა ხელშესახები შედეგები ვინ მოუტანა ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ახალგაზრდას? რა თქმა უნდა „ქართულმა ოცნებამ“ და ამ ძალის კბილებით შენარჩუნებულმა მშვიდობამ მოიტანა ისიც რომ ქართული სახელმწიფო უკრაინიზაციას ასცდა.

მათთან საუბრის პროცესი დაწყებულია, მაგრამ აუცილებელია განგრძობადი იყოს საუბარი მათთან. ახალგაზრდობამ უნდა იგრძნოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ძალა, უნდა იცოდეს საკუთარი ქვეყნის გამოწვევები, უნდა გამოუმუშავდეს მეტი პოლიტიკური კულტურა და პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის განვითარების პროცესში მისი როლის მიმართ და უნდა გრძნობდეს მშვიდობის ფასსაც.

უნდა გესმოდეთ, რომ სამართალდამცავისათვის მოლოტოვის კოქტეილის სროლა, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ ნასროლი იარაღია, სახელმწიფოს მიმართ რომლის ინტერესების დასაცავადაც თითქოს თქვენ გარეთ დგახართ.

ახალგაზრდებო, ნუ მოიტყუებთ თავს, დადექით სიმართლის მხარეს, დადექით ქართული სახელმწიფოს გვერდით, თქვენ ხვალინდელი საქართველოსთვის საჭირო და აუცილებელი ძალა ხართ“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

 

ასევე იხილეთ