ზურაბ ქადაგიძე აქტივისტების მიერ ილია ჭავჭავაძის ციტატის დამახინჯებაზე: ესაა „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი, სადაც სტერილური აზროვნება, გენმოდიფიცირებული ღირებულებები და ფასადური ლიბერალიზმი იქცა საკუთარი თავის რეალიზების საშუალებად
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „თბილისი პრაიდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი თაბაგარის მიერ ილია ჭავჭავაძის ცნობილი ციტატის – „მამული, ენა, სარწმუნოება“ შეცვლას და მის ნაცვლად „მამული, ენა, ერთობა“-ს დაწერას სოციალურ ქსელში აფასებს.
ქადაგიძის თქმით, ეს არის ლომაია-გვარამიას და ბოკერია-რამიშვილის ექსპერიმენტული განათლებისა და ლიბერალური ფაშიზმის შედეგი. მისივე განცხადებით, კარგია, რომ ეს ადამიანები უმცირესობაში არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1937 წლის მსგავსად, განსხვავებული აზრის მქონე პირებს დახვრეტდნენ.
„ტრენინგებზე“ ნასწავლი პატრიოტიზმი… „ჰედ-ლაინებით“ გაგებული რაობა… „ვორქ-შოფებით“ შეძენილი პროფესია… „სოც-ქსელებში“ ჩამოყალიბებული პიროვნება… „ტრენდად“ ქცეული სამოქალაქო პოზიცია… ასეთი გენმოდიფიცირებული თაობა შვა, ლომაია-გვარამიას ექსპერიმენტულმა განათლებამ და ბოკერია-რამიშვილის ლიბერალური ფაშიზმით ნასაზრდოებმა იდეოლოგიამ… ესაა ვარდების რევოლუციის მონაპოვარი, სადაც სრული სტერილური აზროვნება, გენმოდიფიცირებული ღირებულებები და ფასადური ლიბერალიზმი იქცა, საკუთარი თავის რეალიზების საშუალებად… მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები უმცირესობაში არიან, თორემ 37 წელი მონაგონი იქნებოდა ისე დაგვხვრეტდნენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული აზრი გაგვაჩნია. მამული, ენა, სარწმუნოება! ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!“ – წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.