მაია ნიკოლეიშვილი: თუ სტუდენტებში გამოიყოფა ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კანონში მუხლების შეცვლის საკითხს, მაშინ შეიძლება საუბარი
„გუშინდელი აქცია შედარებით სხვა ტიპის იყო, შედარებით სტუდენტური სახეები წამოვიდა”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„სტუდენტური აქციები და სტუდენტური პროტესტი, მთელ მსოფლიოში ითვალისწინებს შემდეგს: მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ან მათ სტიპენდიას. ის, რომ ხელისუფლება გადადგეს, ეს არ არის სტუდენტური აქციის მოთხოვნა და ასეთი სტუდენტური მოთხოვნა ხელისუფლებამ არ უნდა გაითვალისწინოს. მათ ჯერ არ აქვთ უმაღლესი განათლება, არ აქვთ უმაღლესი იურიდიული განათლება, რომ კანონზე კვალიფიციურად ისაუბრონ. თუ სტუდენტებში გამოიყოფა გარკვეული ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს კანონში გარკვეული მუხლების შეცვლის საკითხს ან გარკვეულ მოთხოვნებს, მაშინ შეიძლება საუბარი, მაგრამ როდესაც ახალგაზრდობა ამბობს – არა რუსულ კანონს და გადადგეს ხელისუფლება, აქ სრული მართულობის შთაბეჭდილება რჩება, რადგან ისინი საგნობრივად არ საუბრობენ“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.