მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილის ოჯახმა მილიონი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ გამოეცხადებინათ გამოჯანმრთელების პერსპექტივის არმქონე ავადმყოფად
„სააკაშვილის ოჯახმა მილიონი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ გამოეცხადებინათ გამოჯანმრთელების პერსპექტივის არმქონე ავადმყოფად, მაგრამ ის, ვინც ეცოდებათ, შემდეგ ლიდერი ვეღარ ხდება”, – ამის შესახებ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„სააკაშვილის ოჯახმა მილიონი დოლარი გადაიხადა იმაში, რომ ის გამოეცხადებინათ სერიოზულ, გამოჯანმრთელების პერსპექტივის არმქონე ავადმყოფად. შეიძლება მას თანაუგრძნოს ქართული საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მაგრამ ის, ვინც ეცოდებათ, შემდეგ ლიდერი ვეღარ ხდება. ერთხელ თუ საცოდავი გახდა, ლიდერი ვეღარ გახდება. სააკაშვილმა უბრალოდ ეს უნდა გაიგოს“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.