მაია ნიკოლეიშვილი: თუ მოსკოვში ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე გატანილი საკითხი შეიცვალა ბრიუსელში გატანილი საკითხით, იქაც თითს დაგვიქნევდნენ და აქაც, ეს სერიოზულ განხილვას იწვევს
„თუ მოსკოვში ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე ან ყრილობაზე გატანილი საკითხი შეიცვალა ბრიუსელში გატანილი საკითხით, იქაც თითს დაგვიქნევდნენ და აქაც, ეს სერიოზულ განხილვას იწვევს”, – განაცხადა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
„ცე-კა სად იქნება, საკითხის განხილვა იქნება მოსკოვში თუ ბრიუსელში, ეს სამწუხარო პარალელია. 30 წელი გავიდა და სხვასთან ერთად ძალიან გულით მინდოდა დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება, სხვა ჰაერით სუნთქვა. ჩვენ გვქონდა საოცარი აღტყინება და გვჯეროდა, რომ ასეთ ქვეყანაში ვიცხოვრებდით, რომ ევროპა ნამდვილად ასეთი იყო. მაგრამ თუ მოსკოვისებურად მოქმედებს ბრიუსელიც და თუ მოსკოვში ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე ან ყრილობაზე გატანილი საკითხი შეიცვალა ბრიუსელში გატანილი საკითხით, იქაც თითს დაგვიქნევდნენ და აქაც, ეს სერიოზულ განხილვას იწვევს. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ივნისში სერიოზული ცვლილებები იქნება”, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.