ირაკლი ქადაგიშვილი: დასავლეთშიც უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი სუბიექტური მიდგომით კარგი არ კეთდება არც საქართველოსთვის და არც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის
“დასავლეთშიც ალბათ, უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი სუბიექტური მიდგომით, როგორიც საქართველოსთან მიმართებაში სხვადასხვა დროს იყო, რა თქმა უნდა, კარგი არ კეთდება არც საქართველოსთვის, არც საქართველოს ევროინტეგრაციისათვის”, – განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გამჭვირვალობის კანონპროექტზე საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის შეფასებისას.
„ჩვენ ყველა დონეზე გვაქვს ურთიერთობა დასავლელ პარტნიორებთან, საელჩოებთან. ჩემი გამოცდილებით გეტყვით, როდესაც მათთანაც შევდივართ საუბარში, იქაც ამ სუბიექტურობას ვაწყდებით. და რაში გამოიხატება ეს სუბიექტურობა, როცა თუნდაც, ამ კანონთან დაკავშირებით ვეუბნებით, მოდით, თქვენ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას შევადაროთ და თუ ვიპოვით რამე განსაკუთრებულს, რაც თქვენ კანონმდებლობასთან შედარებით ოდნავ რადიკალურია, ან თქვენი კანონმდებლობის მაგვარი იქნება სიმკაცრითა და მასშტაბურობით, მაშინ ჩვენ უკან დავიხევთ. მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ვერ ბედავენ ამ კანონთან დაკავშირებით კონკრეტული საუბრის გახსნას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.