უკრაინის პრემიერი: კიდევ ერთხელ გამოავლინეთ ლიდერობა და უკრაინის მხარდაჭერა

უკრაინის პრემიერი აშშ-ის კონგრესს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. დენის შმიგალი წერს, რომ ამ პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება გაიმართა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

“აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინის თითქმის 61 მილიარდი დოლარის დახმარების შესახებ. მადლობა ამერიკელ ხალხს და ორივე მხარის წარმომადგენლებს სოლიდარობისთვის. ველოდებით კანონპროექტის წარმატებით დამტკიცებას სენატში; კიდევ ერთხელ გამოავლინეთ ლიდერობა და უკრაინის მხარდაჭერა”,წერს შმიგალი.

წარმომადგენელთა პალატამ ცოტა ხნის წინ, თითქმის 6-თვიანი შეფერხების შემდეგ, უკრაინის 61 მილიარდ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. დოკუმენტი ახლა სენატს გადაეგზავნება.

ასევე იხილეთ